მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 5.2 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 14%-ით მეტია.
ზედიზედ მეხუთე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 83 000-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 8%-ია.
პორტალ Worldometers-ის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 143 500 000-ს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 121 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 მილიონზე მეტი ადამიანი.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 21 აპრილისთვის მსოფლიოს 155 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 925 მილიონზე მეტი დოზა.