„ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა“ - მინისტრის მოადგილე

საქართველოში ბოლო პერიოდში გაუარესებული ეპიდსიტუაციისა და კორონავირუსის რიცხვების ზრდის გამო ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:

„4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული. მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში - მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ“.

თამარ გაბუნიას თქმით, გამოიკვეთა კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ზედიზედ მერვე კვირაა იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 5.2 მილიონზე მეტი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 14%-ით მეტია.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა 15-21 აპრილს:

  • 15 აპრილი - ახალი შემთხვევა 1030(ტესტი 32801). გარდაცვლილი 7;
  • 16 აპრილი - ახალი შემთხვევა 1077(ტესტი 31645). გარდაცვლილი 8;
  • 17 აპრილი - ახალი შემთხვევა 1219(ტესტი 34046). გარდაცვლილი 9;
  • 18 აპრილი - ახალი შემთხვევა 818(ტესტი 18822). გარდაცვლილი 14;
  • 19 აპრილი - ახალი შემთხვევა 578(ტესტი 9750). გარდაცვლილი 10;
  • 20 აპრილი - ახალი შემთხვევა 1792(ტესტი 30940). გარდაცვლილი 10;
  • 21 აპრილი - ახალი შემთხვევა 1310(ტესტი 30241). გარდაცვლილი 12.