პოლიციამ იპოვა ოზურგეთიდან დაკარგული 17 წლის გოგო 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის ცნობით, ოზურგეთიდან სამი დღის წინ დაკარგული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა.

გოგო ბოლოს ორშაბათს სკოლაში ნახეს, საიდანაც სახლში არ დაბრუნებულა.