წუხელ სომხეთში COVID-19-ისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის თანახმად განვლილ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის შედეგად 25 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც 3919-მდე გაიზარდა გარადაცვლილთა საერთოს რაოდენობა.

ერთი დღე-ღამის განმავლობაში საშიში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი 881-ით გაიზარდა, რაც თითქმის 150-ით მეტია წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით.

ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსისგან დაინფიცირდა 209 485-ი ადამიანი. მათგან 191 158-ი განიკურნა.