შსს-მ კორონოვირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 მაისისთვის, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 532 ფაქტი გამოვლინდა საქართველოს მასშტაბით.

70 ადამიანი დაჯარიმდა 23 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის. 364 პირი დააჯარიმეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის კი დაჯარიმდა 98 ადამიანი.