სალომე ზურაბიშვილი უკრაინას ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

23 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.

კიევში დაგეგმილია შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადის თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო დელეგაციაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.