შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტებში მონაწილე პირების დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, ძალადობის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. პოლიციამ ძალადობის ფაქტებში მონაწილე 8 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. არ კონკრეტდება, რომელ ინცინდენტებში მონაწილეობდნენ დაკავებული პირები.
ამ დროისთვის შსს იძიებს კანონდარღვევის შემდეგ ფაქტებს:
- რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებს და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს;
- მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე თავდასხმას;
- ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან, სადაც "თბილისი პრაიდის' ორგანიზატორები იყვნენ შეფარებულები, სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქების ფაქტს, რამაც ერთი მოქალაქის დაზიანება გამოიწვია.
ასევე ნახეთ
გიორგი თაბაგარი: 5 ადგილზე ვიყავით, ყველგან მოგვაგნეს... ასაფეთქებელიც შემოაგდეს...„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი დილას, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით "ღირსების მარში" ორგანიზატორებმა გააუქმეს, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შსს-ს მიერ შეთავაზება, შეეცვალათ მარშის ჩატარების ადგილი.
ასევე ნახეთ
GDI: ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია