როგორ ეხმარება “ევრიმაჟი” ქართულ კინოს

„ევრიმაჟი“ არის ევროსაბჭოს პროგრამა, რომელიც ევროპის კინოინდუსტრიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ფონდი აფინანსებს რამდენიმე ევროპული ქვეყნის ერთობლივ კინოწარმოებას, ხელს უწყობს ასევე ევროპული კინოს დისტრიბუციასა და კინოთეატრების განვითარებას.

საქართველო “ევრიმაჟის” წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.

კინორეჟისორი ნინო კირთაძე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, საქართველოს წარმომადგენელია “ევრიმაჟში”. მას გიორგი გვახარია კანის ფესტივალზე შეხვდა და მომავალ პროექტებზე ესაუბრა.