პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის დროშისა და სიმბოლიკების შელახვისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტარებმა "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის", "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" და "გირჩის" წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ასევე ნახეთ
ევროკავშირის ქვეყნების 25 ელჩი ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშო ფაქტს უწოდებენროგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ თქვა, შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებაზე.
"ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს პარტნიორების სიმბოლიკას, პირს დაეკისროს კონკრეტული ჯარიმა ან განმეორების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული პატიმრობა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ასევე ნახეთ
"ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ?საქართველოში სიძულვილის ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ შელახეს. იმის გამო, რომ კანონმდებლობაში პასუხისმგებლობის ნაწილი არ იყო ჩადებული, უმრავლესობაში ამბობდნენ, რომ ვერავის დასჯიდნენ.