მშობლიური ბაკურიანიდან გრუმო აპულომდე

Your browser doesn’t support HTML5

მშობლიური ბაკურიანიდან გრუმო აპულომდე

მაია ხეთაგური, ათი წელიწადია, იტალიაში, აპულიის რეგიონის ერთ პატარა ქალაქში, გრუმო აპულოში, ცხოვრობს. 90-იან წლებში, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის დროს, იძულებული გახდა საქართველო მიეტოვებინა და უკრაინისთვის შეეფარებინა თავი. ათი წლის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა. ოჯახის ქონება გასხვისებული დახვდა და ბოლოს მაინც იძულებული გახდა ერთხელ კიდევ დაეტოვებინა სამშობლო და იტალიაში გადასახლებულიყო.