გარდაიცვალა პოეტი და პროზაიკოსი გივი ალხაზიშვილი

გივი ალხაზიშვილი. 2015 წლის აგვისტო

გარდაიცვალა პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი გივი ალხაზიშვილი. არაერთი პოეტური და პროზაული კრებულის ავტორი 77 წლის იყო.

საქართველოს პენცენტრი თანაგრძნობას უცხადებს მწერლის ოჯახსა და ქართველ მკითხველ საზოგადოებას.

1999 წელს, კრებულისთვის "გამოსვლა უდროობიდან" გივი ალხაზიშვილს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 2011 წელს, პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „ჩაბრუნებული მზერა". გივი ალხაზიშვილის ნაწარმოებები თარგმნილია რამდენიმე ენაზე.

ასევე ნახეთ გივი ალხაზიშვილის “ჩაბრუნებული მზერა”
ასევე ნახეთ გივი ალხაზიშვილი - პოეტი