საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფიდან თავში დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს კლინიკაში მოათავსა.
პაციენტს ამ წუთებში ქირურგიური ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.