„ფანჯშირის ლომის“ ვაჟი თალიბანის მმართველობის წინააღმდეგ
Your browser doesn’t support HTML5
აჰმად მასუდი - ლეგენდარული ავღანელი საველე მეთაურის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი - ამბობს, რომ მისი ათასობით მეომარი აპირებს, წინ აღუდგეს თალიბანის მმართველობას. ისინი ქაბულიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობაში არიან გამაგრებული. ეს მთიანი მხარე ავღანეთის ერთადერთი რეგიონია, რომელიც არ დაუკავებიათ რადიკალ ისლამისტებს.