ცენტრალური ავტომაგისტრალის, იგოეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთმანეთს მაგისტრალზე მოძრავი ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.