აშშ-ის საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.
ეს არის სტანდარტული განცხადება, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხალხმრავალი შეკრებები.
„ამ შაბათ-კვირას საქართველოში არჩევნები ტარდება. აშშ-ის საელჩო შეგახსენებთ, გამოიჩინოთ ყურადღება და თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს. არჩევნების პერიოდში, საქართველოს აქვს სპონტანური პროტესტების გამოცდილება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძალადობის ელემენტებსაც. ამ მხრივ, საყურადღებო ადგილმდებარეობებია რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია და სხვა სამთავრობო შენობები“.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.