ევროპელი კონსერვატორების ჯგუფი (ECR) მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვს

ვროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, - ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ხოლო მმართველი პარტიის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა", - მიჩნევენ ევროპელი კონსერვატორები, რომელთა თქმით პოლიტიკოსებმა საკითხებზე დებატები თავისუფლად უნდა შეძლონ და არა ციხიდან წერილებით.

ECR-ის ჯგუფი სააკაშვილს, უწოდებს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. "ცხადია, რომ სააკაშვილის ნათლად გამოხატულ პროევროპულ და პრო-ტრანსატლანტიკურ პოზიციას საბოლოო ჯამში საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრა მოჰყვა, რომელიც შეეცადა, გაენადგურებინა დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდებები მიხეილ სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

კვირას ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულად მოიხდის ექვსწლიანი სასჯელის ვადას.

„პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის“, - დასძინა ღარიბაშვილმა.