საქართველოში მოიხსნა კონცერტებსა და ფესტივალებზე დაწესებული შეზღუდვა

დღეიდან საქართველოში შეზღუდული აღარ არის კონცერტების და ფესტივალების ჩატარება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონცერტები და ფესტივალები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დაცვით გაიმართება.

ეპიდსიტუაციის შედარებით გაუმჯობესების გათვალისწინებით, საბჭომ 5 ოქტომბერს მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება - დღეიდან, 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ.