ბათუმში მაშველებმა ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, მრავალსაათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს.

მაშველები მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გია შომახია

გია შომახია კი 24 საათის განმავლობაში ნანგრევებთან ელოდებოდა 43 წლის მეუღლისა და შვილის შესახებ ცნობებს.

ბათუმში შენობის ჩამონგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - სამი ბავშვი. უცნობია, კიდევ რამდენი ადამიანია დანგრეული შენობის ქვეშ მოყოლილი.

დედა-შვილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა პირველად, დროებით შეაჩერეს სამძებრო სამუშაოები.

ასევე ნახეთ შსს-მ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე 3 პირი დააკავა