ფოთში ხმების 100% დათვლილია: გამარჯვებულია "ქართული ოცნების" კანდიდატი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფოთში 33-ვე უბანი დათვლილია. ამ მონაცემებით, გამარჯვებულია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი.

მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიგი უგულავა ("ნაციონალური მოძრაობა") - 42,65% (8437 ხმა);
  • ბექა ვაჭარაძე ("ქართული ოცნება") - 57,35% (11 345 ხმა).

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ჯერ კიდევ ამ შედეგების დადებამდე თქვა, რომ ამ ქალაქში არჩევნები გაყალბდა და არ ენდობოდა იმ მონაცემებს, რომლის გამოქვეყნებასაც ცესკო გეგმავდა.

ასევე ნახეთ გიგი უგულავა ამბობს, რომ ფოთში არჩევნები გაყალბდა

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკო ახლა მონაცემებს ითვლის, გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, თითქმის ყველა ქალაქს "ქართული ოცნების" კანდიდატები იგებენ.