შიმშილობის მე-6 დღეს ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა

პარტია "დროას" ლიდერი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობის მე-6 დღეს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მის გამოსაკვლევად პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

"მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც უარი თქვა. გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ ჩვენს მოსვლამდე... რადგან გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია სტაციონარში გადაყვანა. ამ მდგომარეობაში, შესაძლოა, ისევ განმეორდეს..." - თქვა სასწრაფო დახმრების ექიმმა.

ასევე ნახეთ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

ხოშტარიამ რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის ამბობს, რომ მისი ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებს შეცვალოს პროტესტის ფორმა.