ევროპარლამენტის პოლონელ დეპუტატს, ანა ფოტიგას უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს.
I was refused to visit Michael Saakashvili in prison. I regret the lack of good will &transparency on the side of gvt. of Georgia &reiterate that there still is a chance of solving this situation. Gvt. of Georgia is fully responsible for life and health of the former president.
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) November 13, 2021
"უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია კეთილი ნება და არ არის გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", - წერს ევროპარლამენტარი.
ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა, რამდენიმე დღით ადრე მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტში შეშფოთებული არიან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო და რაც სააკაშვილის თავს ხდება, არასწორია.
ასევე ნახეთ ანა ფოტიგა: რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს, არასწორიასაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში (გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა) გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.