საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა

ანგარიში გულიაშვილმა გახსნა და მეორე გოლიც თავად მიითვალა. მესამედ კი მეტოქის კარი გოჩოლეიშვილმა აიღო.

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს უმასპინძლა და მოუგო, ანგარიშით 3:2.

ბათუმში გამართული შეხვედრის 65-ე წუთზე, ზაურ სვანიძის გაწვრთნილი გუნდი, უძლიერეს მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით ამარცხებდა.

ანგარიში გულიაშვილმა გახსნა და მეორე გოლიც თავად მიითვალა. მესამედ კი მეტოქის კარი გოჩოლეიშვილმა აიღო. ბრიტანელებმა შეხვედრის მიწურულს გაიტანეს - 81-ე და 94-ე წუთებზე.