ქაბულში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

17 ნოემბერს ქაბულში მომხდარ ორ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაიჭრა. მსხვერპლი მოჰყვა პირველ აფეთქებას, რომელიც მოხდა ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთში მდებარე, ძირითადად ჰაზარებით დასახლებულ დაშტ-ე ბარჩის რაიონში, - იტყობინება მედია თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით. დაჭრილთა შორის სამი ქალია, განაცხადა თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხოსტიმ.

მეორე აფეთქება რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა ასევე ქალაქის დასავლეთში მდებარე ჩარაჰი შაიდის რაიონში.

თვითმხილველების თქმით, მეორე აფეთქების შედეგადაც იყო მსხვერპლი, მაგრამ დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია.

თალიბანს მეორე აფეთქების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

არ არის ნათელი, ვინ დგას თავდასხმების უკან. წარსულში ჰაზარების შიიტურ დასახლებებში მსგავსი თავდასხმები განუხორციელებია ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივ შტოს.