რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე სვერდლოვის სახელობის ტყვია-წამლის ქარხანაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არის დაშავებულები. ამის შესახებ ტასი იტყობინება.
რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია. არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მოიპოვება, მიაჩნიათ სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მეხანძრეთა ქვედანაყოფები.
ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, აფეთქებების ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ქარხნის პროდუქციის მესამედს შეადგენს თავდაცვითი პროდუქცია, დანარჩენს - ძირითადად სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები და საწარმოო ქიმია.
ქარხანაში 2019 წლის 1 ივნისსაც მოხდა ძლიერი აფეთქებების სერია, რის შედეგადაც ათობით მუშა დაშავდა. მანამდე აფეთება მოხდა 2019 წლის აპრილში.
ქარხნის ვებსაიტის თანახმად, ეს არის რუსეთის თავდაცვის სფეროს ყველაზე მსხვილი ქარხანა.
2018 წლის აგვისტოში ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ექვსი მუშა ემსხვერპლა, 2020 წლის ივლისში კი ქიმიური ნივთიერების გაჟონვის გამო სამი მუშა მოათავსეს საავადმყოფოში.