ინტერვიუ სტივენ ჯონსთან

Your browser doesn’t support HTML5

ცნობილი ისტორიკოსი და პოლიტოლოგი, სტივენ ჯონსი თვლის, რომ საქართველოში „დემოკრატია სწორად არ მუშაობს“, რომ მოქალაქეების რეალურ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში სხვაგვარი სისტემის მოფიქრება და მასშტაბური საარჩევნო რეფორმა სჭირდება, რადგან დღევანდელი სისტემა „არაფუნქციურია“. საერთოდაც, სტივენ ჯონსი ფიქრობს, რომ აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოსთვის სწორედ სისტემური რეფორმის ხელშეწყობას უნდა მოემსახუროს. მასთან ამ ინტერვიუს ჩაწერის ერთ-ერთი საბაბი გახლდათ ონლაინ გამოცემა Ponars Eurasia-ში გამოქვეყნებული მისი თვალსაზრისი, სათაურით - „არასწორი მმართველობის ბატონები საქართველოში“.