აშშ-ში "ომიკრონი" გახდა კორონავირუსის დომინანტური სახეობა

აშშ-ში „ომიკრონი“ იქცა კორონავირუსის დომინანტურ სახეობად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით გასულ კვირაში(12-18 დეკემბერი) დაინფიცირებულთა 73.2%-ს „ომიკრონი“ აქვს და 26.6%-ს „დელტა“, რომელიც ბოლო დრომდე ითვლებოდა ყველაზე გავრცელებულ ვარიანტად. ერთი კვირით ადრე, „ომიკრონი“ დაუდასტურდა 12.6%-ს და „დელტა“ 87%-ს.

აშშ-ში დადასტურებულია "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი ფაქტიც. ჰარისის ოლქში გარდაიცვალა კორონავირუსის ამ სახეობით ინფიცირებული, აუცრელი მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

"ომიკრონი", რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში და უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, დღემდე ყველაზე გადამდებად მიჩნეულ "დელტა" ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი დაკვირვებით, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში "ომიკრონით" ინფიცირების 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე ნახეთ

„ომიკრონი“ საქართველოშია - ახლა რა ვქნათ?

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი სახეობის, "ომიკრონის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უპირველესი რეკომენდაციაა ვაქცინის გაკეთება.