ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი

ნიუ-იორკში, ბრონქსში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხანძარს უწოდა ქალაქში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული მოვლენა.

ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის მთავარმა მრჩეველმა სტეფან რინგელმა დაადასტურა მსხვერპლის შესახებ მონაცემები. ქალაქის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, Associated Press-ს დაუდასტურა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა.

დამწვარი ბინების 50-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო დამწვრობები, კიდევ 13 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტყობინება რინგელი. დაზარალებულთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დამწვრობა აქვს.

ნიუ-იორკის სახანძრო სამმართველოს ცნობით, 19-სართულიან სახლში ხანძრის ჩასაქრობად 200-მდე მეხანძრე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

ბრონქსში ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ხანძარი მოხდა ფილადელფიაში, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან რვა ბავშვი.