უკრაინელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები რუსეთთან შესაძლო ომის მოლოდინში ყინვაში დგანან

შუა ზამთარი ომისთვის საუკეთესო დროდ მიიჩნევა, რადგან ამ პერიოდში მიწა მყარია, ხეები კი შიშველი. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან უკრაინელი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები ფხიზლად არიან. რუსეთის 100 ათასამდე მებრძოლი საზღვრებთან არის მობილიზებული. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში სანგრებში სხედან, ასევე მიმდებარე რაიონებში მცხოვრები უბრალო მოქალაქეები ცივ ზამთარს უძლებენ და არ იციან ხვალ რა ელით.

ზამთრის კამუფლაჟში ჩაცმული უკრაინელი ჯარისკაცი ლუგანსკის რაიონის ბრძოლის ხაზთან.

ჯარისკაცი სანგრებში.

29 იანვარი - უკრაინელი ჯარისკაცი სანგრებიდან პერისკოპით სწავლობს სიტუაციას. სანგრები ახლოსაა დონეცკთან, რომელსაც კრემლისგან მართული სეპარატისტები აკონტროლებენ.

ჯარისკაცი სანგარს ამაგრებს.

29 იანვარი - დონეცკის რაიონის სოფელ პისკთან უკრაინელი ჯარისკაცი შეშას აპობს.

30 იანვარი - ადგილობრივი ქალი შენობის ნანგრევებთან. ნაგებობა 2014 წელს უკრაინელი სამხედროებისა და სეპარატისტული დაჯგუფებების შეტაკების დროს დაინგრა. ფოტო გადაღებულია სლოვიანსკის გარეუბანში.

ლილია (მარცხნივ) და ტატიანა დონეცკთან ახლოს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელში ცხოვრობენ. ისინი ჟურნალისტს იმ სარდაფში ესაუბრებიან, რომელიც 2014 წელს თავშესაფრად გამოიყენებოდა. ლილია და კიდევ 5 ადამიანი ხუთსართულიან შენობაში ცხოვრობენ, სადაც არც გათბობაა, არც - წყალი. 2014-2015 წლებში აქ ბევრი სახლი დაზიანდა, რის გამოც ისინი მოსახლეობამ დატოვა.

29 იანვარი - უკრაინელი ჯარისკაცი სანგარში სადარაჯოზე, სეპარატისტებთან ახლოს მდებარე ბრძოლის ხაზზე, დონეცკის ოლქის სოფელ ვერხნოტორეცკეში.