ძალის დემონსტრირება: ახალი ფოტომასალა უკრაინის გარშემო რუსეთის შეიარაღების კონცენტრაციაზე

სატრანსპორტო საშუალებები ჯგუფში, რომელიც მინსკის სამხრეთით, სამხედრო პოლიგონ ოსიპოვიჩშია დისლოცირებული, გავრცელებული ცნობით, შედის ასევე „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი. ფოტო გადაღებულია 1 თებერვალს.

სამხედრო პოლიგონ ოსიპოვიჩის საერთო ხედი. რუსული წარმოების „ისკანდერის“ რაკეტებს 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ მიზნის დიდი სიზუსტით განადგურება.

29 იანვარი, ბარანოვიჩის მახლობლად განლაგებული სატრანსპორტო საშუალებები და ჯარისკაცების დასახლება. ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მიზნით ბოლო დღეებში რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალა და ტექნიკა განათავსა.

1 თებერვალი, ხალხმრავალი სამხედრო ბაზა ბახჩისარაიში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს

სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების კონცენტრაცია ყირიმის, ნოვოოზერნოეს სამხედრო ბაზაზე. სატელიტური ფოტო გადაღებულია 1 თებერვალს.

სამხედრო კარვები და ჯავშანტექნიკა ევპატორიაში. ყირიმი, 1 თებერვალი

19 იანვარს გადაღებულ ამ სატელიტურ ფოტოზე ჩანს თოვლით დაფარული რუსული სამხედრო ავტოტექნიკა რუსეთის პოლიგონ იელნაზე. ეს ობიექტი სმოლენსკის რაიონში მდებარეობს. პოლიგონი 120 კილომეტრით არის დაშორებული ბელარუსის და 260 კილომეტრით - უკრაინის საზღვრიდან.

ქვეითთა ჯავშანმანქანები და სატვირთო მანქანები კლიმოვოში. სამხედრო ბაზა უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 35 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთის ჯარისთვის განკუთვნილი კარვები და საცხოვრებელი ბარაკები იელნას პოლიგონზე. 19 იანვარს, როდესაც ფოტო გავრცელდა, დიდი კრიტიკა გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებმა, რომელშიც საუბარი შეეხებოდა სხვაობას უკრაინაში რუსეთის ჯარების შესაძლო „უმნიშვნელო შეჭრასა“ და ტოტალურ ინტერვენციას შორის.

იელნაში მდებარე რუსული ტანკებისა და არტილერიის დამხმარე ტექნიკის ნაწილი გადათოვლილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცოტა ხნის წინ ის მოძრაობაში მოიყვანეს და 19 იანვრისთვის ისევ უკან დააბრუნეს. მოგვიანებით თეთრი სახლი შეეცადა განემარტა პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები: „თუ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ძალა გადალახავს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება ახალი ინტერვენცია და სწრაფ, სასტიკ და ერთიან პასუხს მიიღებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან“.

სამხედრო ტექნიკა კლიმოვოში მდებარე ბაზაზე. 19 იანვრით დათარიღებულ ამ ფოტოსგან განსხვავებით, Google Maps-ში ადრე გამოქვეყნებულ სურათზე უფრო მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ჩანს

19 იანვარი. კლიმოვოს სარკინიგზო პლატფორმაზე მდგარი სამხედრო ეშელონი. ახლახან რამდენიმე ვიდეოკადრმაც დააფიქსირა დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, რომელიც რკინიგზით დასავლეთ რუსეთიდან ბელარუსისკენ მიემგზავრება.