საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 40 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 46 425 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 712 შემთხვევა. 21 623-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
13 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 33.84%
- ბოლო 7 დღის - 32.85%;
- ბოლო 14 დღის - 31.66%.
ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია". ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, სამჯერ მეტია, რადგან ბევრს დაავადება უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სიმპტომებით აქვს და ტესტს არ იკეთებს.
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 123 პაციენტი
- კლინიკურ სასტუმროში კი 1 581 მოქალაქეა მოთავსებული
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 454 065 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 556 ადამიანი.