უკრაინაში „კატასტროფის თავიდან აცილების“ მიზნით გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გეგმავს სატელეფონო საუბრის გამართვას, რაც ნაწილია იმ ძალისხმევისა, რაც უკრაინაში „კატასტროფის თავიდან აცილებას“ ისახავს მიზანად, - ამის თაობაზე გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფენ ჰებენშტრაიტმა განაცხადა.

სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, მოსკოვის დროით, 14 საათის შემდეგ დაიწყება.

სტეფენ ჰებერშტრეიტის თანახმად, უკრაინაში არსებული კრიზისის გარდა, პოლიტიკოსები იმსჯელებენ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესაძლო სამიტის თაობაზეც. გერმანიის მთავრობა მიესალმება რუსეთ-ამერიკის სამიტის ჩატარების იდეას, გერმანიის კანცლერის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე ამ წინადადებას მიიღებს და სამიტი რაც შეიძლება მალე ჩატარდება.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი დათანხმდნენ მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელზეც „ევროპაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“ განიხილავენ. სამიტზე იმსჯელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეკავების შესახებ.