საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 10 230 ადამიანს

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 40 504 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 10 230შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 7223.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დადასტურებული შემთხვევებიდან 95% "ომიკრონია".

23 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 25,26​%;
  • ბოლო 7 დღის - 27,73​%;
  • ბოლო 14 დღის - 29,89​%.

ოფიციალური სტატისტიკით, 23 თებერვლის დილისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 130 229​ აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობენ 5252 პაციენტს. მძიმე მდგომარეობა აქვს 1156-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 278.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 575 999 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 981 ადამიანი.