რუსეთი საკალათბურთო ელიტასაც ჩამოაშორეს

კალათბურთში ევროპის საკლუბო ტურნირები რუსების გარეშე გაგრძელდება. საკალათბურთო ევროლიგის ხელმძღვანელობამ გაურკვეველი ვადით შეაჩერა აგრესორი ქვეყნის კლუბების მონაწილეობა მიმდინარე ევროტურნირებზე. თუ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდა, დიდი ალბათობით რუსებს მიმდინარე შეჯიბრებებზე ნაჩვენებ შედეგებს საერთოდ გაუუქმებენ და გათამაშების ცხრილსაც ჩაასწორებენ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს - ევროლიგას ჩამოაშორეს მოსკოვის „ცსკა“, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ და ყაზანის „უნიკსი“, ხოლო ევროთასის გათამაშებას - ყუბანის „ლოკომოტივი“.