გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის მხრიდან უფლებების დარღვევის გამოძიებას

უკრაინის ელჩი გაეროს ჟენევის ოფისში, ევგენია ფილიპენკო.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების წარმოების დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს და მათი გამოძიების მიზნით კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

4 მარტის კენჭისყრაზე 47 წევრიანი ორგანოს 32 წევრი მიემხრო რეზოლუციას, 13-მა თავი შეიკავა. წინააღმდეგები იყვნენ მხოლოდ რუსეთი და ერიტრეა. „ადამიანის უფლებების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სასწრაფოდ შეიქმნას დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ“, - იტყობინება საბჭო "ტვიტერით".

კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა გაეროს ჟენევის ოფისში, ევგენია ფილიპენკომ, მოუწოდა საბჭოს, ახსოვდეს თავისი მოვალეობა „უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება, მოხდეს „რუსეთის დანაშაულის“ დოკუმენტირება და პასუხისმგებელი პირების ამოცნობა“.

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რაც პროვოკაციის გარეშე მოხდა, დაარღვია ადამიანის უფლებები, განზრახ თავს დაესხა სამოქალაქო მოსახლეობას.