კლიჩკო: კიევმა მიიღო Starlink-ის 12 მოწყობილობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის

Statlink-ის სისტემა ეკუთვნის SpaceX-სს და მისი დანიშნულებაა ინტერნეტით უზრუნველყოფა.

უკრაინის დედაქალაქმა, კიევმა, მიიღო სატელიტების გლობალური სისტემის Starlink-ის 12 მოწყობილობა, რათა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს ინტერნეტთან წვდომაში ხელი არ შეეშალოს. ამის შესახებ განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

„გლობალური სატელიტური სისტემის მოწყობილობები კიევშია. 2 ერთეული მივიღეთ სამინისტროსაგან. დანარჩენი 10-ის შესახებ ვლადიმერმა (კლიჩკო) და მე საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას,“ განაცხადა კლიჩკომ ფეისბუკის საშუალებით.

მისი თქმით, Statlink-ის სისტემა განთავსდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რათა დედაქალაქის დაცვა იქნეს უზრუნველყოფილი. 28 თებერვალს გაავრცელა ცნობა უკრაინის პრემიერის მოადგილემ და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა, რომ Statlink-ის სატელიტთან დასაკავშირებელი მოწყობილები უკრაინაში ჩავიდა.

Statlink-ის სისტემა - თანამგზავრები ეკუთვნის SpaceX-სს და მისი დანიშნულებაა ინტერნეტით უზრუნველყოფა.