რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, გაიტაცეს

ივან ფიოდოროვი

რუსულმა ჯარებმა გაიტაცეს მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, - ინფორმაცია ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხმა გაავრცელა.

"წინასწარი ინფორმაციით, მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი დამპყრობლებმა ერთი საათის წინ გაიტაცეს", - წერს იგი თავის სოციალურ ქსელ ფესბუკში.

რადო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ფიოდოროვის გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ასევე მელიტოპოლის მერიის ოპერატიულმა შტაბმა, რომლის ინფორმაციით, რუსი სამხედროები შეიჭრნენ მელიტოპოლის კულტურის სახლში, სადაც ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტია განლაგებული. "ივან ფიოდოროვს ძალის გამოყენებით ჩამოაცვეს თავზე შავი პლასტიკური ტომარა, ჩასვეს მანქანაში და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. მერის ადგილსამყოფელი უცნობია", - ნათქვამია ცნობაში.

წინა დღით, 10 მარტს, შეიარაღებული რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონული საბჭოს დეპუტატის, ლეილა იბრაგიმოვას, სახლში შეიჭრნენ და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.