კვირას საღამოს კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებები მოხდა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მტრის რაკეტა ჩამოაგდო.
თვითმხილველები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებიან.
კიევის მერის ცნობით, დაზიანდა რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია.
გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, იუწყება კიევის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, მედიკოსები და პოლიცია.