უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა, დღეს 23 მარტს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია მათი მხარდაჭერის პროექტებში.
"ხვალ სრულდება ერთი თვე ომის დაწყებიდან. თბილისში ჩატარდება სხვადასხვა აქცია - 24 მარტს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან გაიმართება აქცია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით...
25 მარტს საქართველოს პარლამენტთან გაიმართება მარათონი, რომელსაც ატარებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლობა პირველ ტელეარხთან ერთად. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ აქციებს, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები ომის დაწყებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად იმართებოდა. ხვალ, 24 მარტს რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთი თვე გადის. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა უკრაინაში მდებარე საავადმყოფოები, სამშობიაროები, საცხოვრებელი სახელები და სხვა სამოქალაქო დაწესებულებები.