აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ყასაბი“ უწოდა. 26 მარტს ვარშავაში ვიზიტისას მან ასევე თქვა, რომ, არ არის დარწმუნებული, რომ პუტინმა შეცვალა ომში რუსეთის სტრატეგია და აქცენტი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე გადაიტანა.
პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ის პუტინზე. „ის ყასაბია,“ თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ „არაა დარწმუნებული“, რომ რუსეთმა შეცვალა სტრატეგია, როცა ჰკითხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 მარტის განცხადებაზე, რომელშიც ლაპარაკი იყო საბრძოლო მოქმედებების აქცენტის შეცვლის შესახებ. მოსკოვის თქმით, მისი ყურადღების ცენტრში ახლა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები იქნება. ამ რეგიონების ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ 2014 წლიდან.