ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ბათუმში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა  51,3 %-მა მისცა ხმა. 

ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 14 საარჩევნო უბნის ელექტრონული მონაცემების დათვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი წინასწარი შედეგები გამოაცხადა.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ბათუმის შუალედურ არჩევნებში 69 % (7 190 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

„ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31 % (3233 ხმა) მიიღო.

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა 51,3 %-მა მისცა ხმა.

ამომრჩეველთა 29 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რუსთავსა და გარდაბანში.