ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ელჩებს აძევებენ

უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ლიეტუვაში

რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, ორშაბათს ლიეტუვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეწია დიპლომატიური ურთიერთობის დონე ლიეტუვასა და რუსეთს შორის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მიღებულია ასევე გადაწყვეტილება კლაიპედაში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ.

რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების შესახებ ჯერ უცნობია. ეს ჯერ არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, როგორც ცნობილია, ელჩების არყოფნის დროს მათ მოვალეობას ასრულებს დროებითი რწმუნებული.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ელჩი მალე დაბრუნდება კიევში. ცოტა ხნის წინ რუსეთის არმიამ დატოვა კიევი.

ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, რომელმაც შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დონე.
მალე ლიეტუვის გადაწყვეტილებას მოჰყვა ლატვიის შესაბამისი განცხადება რუსეთის ელჩის გაძევებისა და რუსეთში საკუთარი ელჩის უკან გამოძახების შესახებ.