ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებს. ამის თაობაზე მიშელის განცხადება ტვიტერის გვერდზეა განთავსებული. მიშელის თქმით, სანქციების მიზანი კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებაა.
სანქციების ახალი პაკეტი რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
We are toughening our sanctions to keep maximum pressure on the Kremlin.The new package includes a ban on coal imports.And I think that measures on oil, and even gas, will also be needed sooner or later. pic.twitter.com/bhc9NGu4as
— Charles Michel (@eucopresident) April 6, 2022
„ვფიქრობ, რომ ზომების მიღება ადრე თუ გვიან რუსეთის ნავთობსა და თუნდაც გაზზეც იქნება საჭირო“, - აცხადებს შარლ მიშელი.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთისადმი სანქციების გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსული არმიის ნაწილებმა უკრაინის კიევის ოლქი დატოვეს, საზოგადოებამ კი ათობით სამოქალაქო მსხვერპლი ნახა.
ასევე ნახეთ ევროკავშირი და აშშ რუსეთისადმი დამატებითი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ