რუს მეცნიერს გერმანიაში პირობითი პატიმრობა მიესაჯა რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით

გერმანიაში სასამართლომ რუს მეცნიერს ერთი წლით პირობით პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მან აღიარა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გადასცა მიუნხენში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს.

აუგსბურგის უნივერსიტეტში მომუშავე 30 წლის მეცნიერმა, რომელსაც სასამართლო მოიხსენიებს, როგორც ილნურ ნ.-ს, უარყო, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტია. მისი თქმით, განზრახ არაფერი დაუშავებია, ვინაიდან არაფერი იცოდა იმ პირის საქმიანობაზე, რომელსაც ესაუბრა და რომ ინფორმაცია, რომელიც მას გადასცა, უკვე საჯარო იყო.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიუნხენის უზენაესი რეგიონული სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ 13 აპრილს განაცხადა, რომ მკვლევარი „შეურიგდა იმ ფაქტს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურისთვის ატარებდა კვლევას.“

გასამართლებულმა საერთო ჯამში სავარაუდოდ 2500 ევრო მიიღო ინფორმაციის მიწოდებისთვის.