საქართველოში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში არავინ გარდაცვლილა

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არცერთი ადამიანი გარდაცვლილა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 20 385 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 232 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 171 ადამიანი.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

20 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.14 %​;
  • ბოლო 7 დღის - 1.20 ​%​;
  • ბოლო 14 დღის - 1.32 %​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 653 692 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 794 ​ადამიანი.