ფოტო: სომხეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები

დემონსტრანტის დაპატიმრების ამსახველ კადრში ჩანს ძაღლი. 4 მაისი. „მე არ ვარ ბატონი ფაშინიანის დიდი თაყვანისმცემელი, მაგრამ [დემონსტრანტებმა] უნდა დააკონკრეტონ თავიანთი პირველი, მეორე და მესამე ნაბიჯები [მთავრობის დამხობის შემთხვევაში]. - უთხრა "თავისუფლებას" ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ერევნის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას, ასობით დემონსტრანტი დააპატიმრეს მას მერე, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიანიშნა კონფლიქტის საგნად ქცეული მიწის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე.

სომხეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში დაპირისპირებული არიან მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო, რომელიც, საერთაშორისოდ, აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული. 2020 წელს აზერბაიჯანის არმიამ დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რომლებსაც 1990-იანი წლების შემდეგ ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. ძალადობის აფეთქებას ორივე მხარეს ათასობით ადამიანი შეეწირა, კონფლიქტს სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.

სომხეთის პოლიცია ძალის გამოყენებით აპატიმრებს დემონსტრანტს, ერევანი, 4 აპრილი.

მიმდინარე დემონსტრაციები ერევანში დაიწყო 1 მაისს, შიშის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აპირებს მასშტაბურ დათმობებზე წავიდეს აზერბაიჯანთან, მთიანი ყარაბაღის საკითხზე.

პოლიციამ ალყა შემოარტყა დემონსტრანტებს, ერევანი, 3 მაისი.

13 აპრილს ფაშინიანმა პარლამენტს უთხრა: „დამნაშავე ვარ, რომ 2018-19 წლებში ჩვენი საზოგადოების წინაშე არ წარვდექი და არ ვთქვი, რომ ჩვენი ყველა - ვიმეორებ, ყველა - მეგობარი, ახლოს თუ შორს, ჩვენგან მოელის შვიდი ცნობილი [კამათის საგნად ქცეული რეგიონის მთიან ყარაბაღში და მის მიმდებარედ] გადაცემას აზერბაიჯანისთვის, ამა თუ იმ ფორმით...“

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ელაპარაკება დემონსტრანტებს, ერევანი, 3 მაისი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც აქციების ორგანიზატორები არიან, ფაშინიანის მიმართ გამოთქვამენ ბრალდებას, რომ ის აპირებს აზერბაიჯანს საშუალება მისცეს სრულად დაამყაროს კონტროლი მთიან ყარაბაღზე. ოპოზიციონერები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

დემონსტრანტები ერევნის ცენტრში, 3 მაისი

ბოლო პერიოდში ფაშინიანი კრიტიკის ობიექტი გახდა ორსული ქალის სიკვდილის გამოც, რომელიც მისი კორტეჟის მანქანამ იმსხვერპლა.

სომეხი მომღერალი, სირუშო, მღერის ერევანში გამართულ დემონსტრაციაზე, რომელზეც ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

3 მაისს, ამ ფოტოს გადაღების დღეს, პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პოლიცია აპატიმრებს ქალს, ერევანი, 3 მაისი

პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოკავშირეები ოპოზიციას ადანაშაულებენ ყარაბაღის საკითხის გამოყენებაში ძალაუფლების მოსაპოვებლად. ისინი მიუთითებენ ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე, რომლებმაც ძალაში დატოვა მმართველი პარტია, აზერბაიჯანთან 2020 წლის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ.

დემონსტრანტის დაკავება ერევანში, 4 მაისი

ფაშინიანის პარტია პარლამენტში 101-ადგილიდან 71 მანდატს ფლობს, 2021 წლის ივნისში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შემდეგ.

დაბლოკილი ხიდი ერევნის ცენტრში. 4 მაისი

სატვირთო ავტომობილებით იბლოკება ხიდი ერევნის ცენტრში, 4 მაისის დილას. მძღოლებმა პოლიციას განუცხადეს, რომ მათი მანქანები გაფუჭდა.

შეხლა-შემოხლა ერევანში, 4 მაისი.

ქუჩებში აღმართული ბარიკადები მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აქციებისა, რომელთა შედეგად 2018 წლის გაზაფხულზე ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში.

სამხედრო ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შეხლა-შემოხლა აქვს პოლიციასთან, ერევანი, 2 მაისი.

ერევნის მცხოვრებნი, რომლებსაც 3 მაისს რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ელაპარაკა, არაერთგვაროვან ემოციებს გამოხატავენ მიმდინარე მღელვარებაზე, ერთ-ერთი მათგანის სიტყვებით, „დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობები არჩევნებით ყალიბდება. წერტილი.“

ათასობით დემონსტრანტი ერევნის ცენტში. 1 მაისი

1 მაისს ერევნის ცენტრში ათასობით დემონსტრანტმა მოიყარა თავი, მასობრივ აქციაზე მთავრობა გააფრთხილეს აღარ დაუთმოს ტერიტორია ბაქოს.