რუსეთი აცხადებს, რომ ოდესასთან მიზანში ამოიღო უკრაინის ხომალდი, ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი

კუნძული ზმეინი, უკრაინა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისს განაცხადა, რომ ოდესასთან, ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმით, გაანადგურა უკრაინის საბრძოლო ხომალდი.

სამინისტროს თანახმად, რუსეთის რაკეტები მოხვდა "პროექტ 1241" ხომალდს, რომელსაც ნატოს ტერმინოლოგიით იცნობენ Tarantul-ის სახელით.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა ღამით კუნძულ ზმეინის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ორი SU-24 ბომბდამშენი და Mi-24 ვერტმფრენი.

ამ ცნობების დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება, უკრაინა ჯერჯერობით არ ავრცელებს განცხადებას.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს განახლებულ ცნობებს რუსეთის სამხედრო დანაკარგზე