მხოლოდ უკრაინის განსასაზღვრია ის პირობები, რომლებითაც უნდა წარიმართოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკება - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორშაბათს, 9 მაისს და დასძინა, "ჩვენი ევროპული მოვალეობაა, უკრაინის გვერდით ვიდგეთ".
"ჩვენ იქ ვიქნებით, უკრაინის აღსადგენად, როგორც ევროპელები, ყოველთვის", - უთხრა მაკრონმა ევროკავშირის ღონისძიებაზე შეკრებილებს სტრასბურგში. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს 9 მაისს გამართულ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე განუცხადა, რომ ისინი თავიანთი ქვეყნისთვის იბრძვიან უკრაინაში, სადაც უკვე მეათე კვირაა გრძელდება რუსეთის ძალების შეტევა.