დასავლეთ გერმანიაში ტორნადოს შედეგად 43 ადამიანი დაშავდა

პადერბორნი — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. 21.05.2022

გერმანიის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაშავდა.

ქალაქ პადერბორნის სამართალდამცავების თქმით, ტორნადომ შენობები დააზიანა, სახურავები ჩამოყარა და ნამსხვრევები კილომეტრების მანძილზეა მიმოფანტული.

მათი თქმით, მძიმე დაზიანებები ათ ადამიანს აქვს და ერთი ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

38 წლის მამაკაცი ასევე დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის შედეგად, რომელმაც რეგიონი პარასკევს მოიცვა.