თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ოფიციალური ინფორმაცია თბილისის მერიას ჯერ არ გაუვრცელებია.

ის 47 წლის იყო.

ილია ელოშვილი კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში გახდა მისი მოადგილე. მანამდე ცოტა ხნით იყო ენერგეტიკის მინისტრი. უფრო ადრე, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას მისი მოადგილე იყო, 2003 წლიდან კი მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში.