ხამენეი ამბობს, რომ "მტრები" არეულობას იწვევენ ირანის დასასუსტებლად

ალი ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი "მტერს" - რაშიც ის ძირითადად შეერთებულ შტატებს გულისხმობს - ადანაშაულებს საპროტესტო გამოსვლების გამოყენებაში ირანის დასუსტების მიზნით.

"დღეს მტერს გათვლა აქვს სახალხო დემონსტრაციებზე, რათა ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმა განახორციელოს", - თქვა ხამენეიმ 4 ივნისს, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის სიკვდილის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

82 წლის ხამენეის განცხადებით, ირანის მტრები ცდილობენ მოქალაქეები დაუპირისპირონ "ისლამურ სისტემას", ფსიქოლოგიური ომის, ინტერნეტის და ფინანსური მხარდაჭერის გზით.

ბოლო წლებში ირანში გახშირდა ანტისამთავრობო გამოსვლები. ირანის უსაფრთხოების ძალებმა სასტიკი რეპრესიები განახორციელეს კორუფციის საწინააღმდეგოდ გამართული სახალხო გამოსვლების წინააღმდეგ, რასაც 23 მაისს, სამხრეთის ქალაქ აბადანში შენობის კოლაფსი და სულ მცირე 38 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

თავიდან დემონსტრანტთა ბრაზის სამიზნე ადგილობრივი ხელისუფლება იყო, თუმცა შემდეგ მათი ფოკუსი გაფართოვდა და პროტესტი მიემართა კლერიკალურ რეჟიმს, დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს "სიკვდილი ხამენეის" და "სიკვდილი დიქტატორს".